ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, აჭარაში გაასაღა სიგარეტის კოლოფების ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            