დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდება საქართველოდან. რუსული მედია საუბრობს ფულადი გზავნილების შეზღუდვის ინიციატივაზეც. დაწესებული ეკონომიკური და ტურისტული ემბარგოს ფონზე, ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქარველოს მთავრობა. პირველი ინიციატივა დღეს ეკონომიკის მინისტრმა გაახმოვანა.
მთავრობა მცირე სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებას გეგმავს. ზუსტად ვის შეეძლება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება, მინისტრის განმარტებით ეს უახლოეს დღეებში დაზუსტდება.