საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნანა კირკიტაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში ახალსოფლის სპორტდარბაზში ჩატარდა. ერთმანეთს 2005-2007 და 2008-2011 წლებში დაბადებული გოგონები ეჯიბრებოდნენ. ქართველების გარდა ტურნირში უკრაინელი და თურქი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი ტურნირების ჩატარება ქალთა ძიუდოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.