''ქართული ოცნება'' გაბუნიას გუშინდელ გინებას დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილად მიიჩნევს

08 ივლისი 2019, 12:07 1843 ნახვა

''ქართული ოცნების'' ოფისში პარტიის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გუშინ ტელეკომპანია ''რუსთავი 2-ის'' ეთერში გაკეთებული განცხადება დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილი იყო. 

''ეს არის მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებულ ტელევიზია რუსთავი 2-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში.  ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად ნაციონალური მმართველობის პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა. მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება  სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა,'' - თქვა ბრიფინგზე ოცნების დეპუტატმა. 

გიორგი ვოლსკიმ თქვა, რომ გიორგი გაბუნია მონოლოგი ეს იყო უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია

''რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, ​ წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა  დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ  ჩვენს თანამემამულეებს. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი – ჩვენ ქვეყანასაც დავიცათ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივასაც“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი