„საქართველო საინტერესო ქვეყანაა, ესტუმრეთ , ვინც ჯერ არ ყოფილხართ“ -გზავნილი ლუქსემბურგიდან

07 ივლისი 2019, 12:35 1356 ნახვა

ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს მათ,  ვინც ჯერ არ ყოფილან საქართველოში, აუცილებლად ეწვიონ.  მან საქართველოს, როგორც საინტერესო ისტორიისა და ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების მომხსენებლები საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი იყვნენ. ღონისძიებაზე გაიმართა ფოტოგამოფენა, 100 წლის პარლამენტარიზმის ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი