აქციზის გადასახადი კუსტარულად დაზმადებულ თამბაქოზეც გავრცელდება

05 ივლისი 2019, 21:26 2433 ნახვა

სიგარეტის გაძვირების შემდეგ, შესაძლოა მალე თუთუნიც გაძვირდეს - ახალი კანონპროექტის ავტორები უმრავლესობის წევრები არიან. განმარტების მიხედვით, თუთუნზეც იგივე საგადასახადო სისტემა გავრცელდება, რაც თამბაქოს სხვა პროდუქციაზე.

ცვლილება დამტკიცების შემთხვევაში ავტომატურად გამოიწვევს ბაზარზე ფასის ზრდას. ცნობილია, რომ თუთუნს აჭარაში ძირითადად ქედასა და შუახევში აწარმოებენ - ფერმერები ამბობენ, რომ ახალი საგადასახადო რეგულაციები შესაძლოა, მათ შემოსავალზე ნეგატიურად აისახოს, შესაბამისად არ არის გამორიცხული ნაწილმა საერთოდ უარი თქვას თუთუნის წარმოებაზე. ფინანსურად ნეგატიური შედეგის მოლოდინი აქვთ მოვაჭრეებსაც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი