პროკურატურის ვერსიით, 20 ივნისის აქციაზე ამბოხება იგეგმებოდა

04 ივლისი 2019, 15:14 1385 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ვერსიით, 20-21 ივნისის ღამეს, საქართველოში ამბოხება მზადდებოდა. ამის შესახებ პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგზე განაცხადეს. უწყებაში ამბობენ, რომ ამის დასკვის საფუძველს მტკიცებულებები დ ამოწმეების ჩვენებები აძლევთ.

უწყებამ გამოძიების მუხლი გადააკვალიფიცირა და 20 ივნისის გამოძიებასსკ 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. 

"მოპოვებული მტკიცებულებების და ათეულობით მოწმის ჩვენებების  ანალიზის საფუძველზე, საგამოძიებო ორგანო მივიდა დასკვნამდე, რომ 2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით" - განაცხადეს პროკურატურაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი