"ამბობენ, პოლიტიკა სპორტთან არაფერ შუაშია, როგორც ხედავთ ასე არ ფიქრობენ," - რუსული ჩემპიონატიდან გარიცხული მორაგბე

03 ივლისი 2019, 16:51 2296 ნახვა

მორაგბეები რეზი ბროძელი და საბა ილურიძე რუსეთის ჩემპიონატიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც ლელოს დადების შემდეგ, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დაზარალებულების მხარდაჭერის ნიშნად, ცალ თვალზე ხელი აიფარეს.

Adjarasport-თან საუბრის დროს, ერთ-ერთმა მორაგბემ თქვა, რომ ის არ ნანობს მის საქციელს და 100-ჯერ რომ განმეორდეს, ყოველ ჯერზე, ასე მოიქცეოდა... 

"მათ არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს. ამბობენ, რომ პოლიტიკა სპორტთან არაფერ შუაშია, თუმცა, როგორც ხედავთ, სინამდვილეში, ასე არ ფიქრობენ.

მე ჩემს ერს და ხალხს გამოვუცხადე სოლიდარობა. ასე მოვიქცეოდი პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან, თუ ამის შანსი მომეცემოდა... რუსეთის რაგბის ფედერაციაში ეს ჟესტი ძალიან მძაფრად მიიღეს და 2 წლის ბავშვებივით გაიბუტნენ.

სულ რომ 100-ჯერ გამიმეორდეს ეს მომენტი, ყოველ ჯერზე ასე მოვიქცეოდი...

რა იქნება ამის მერე? ჯერ არაფერი ვიცი, რადგან სულ ახლახან გადაწყდა ჩემი გუნდიდან გაშვება. ორ დღეში მე და საბა ილურიძე საქართველოში დავბრუნდებით, შემდეგ კი ახალი გუნდის ძიებას დავიწყებ. უგუნდოდ ნამდვილად არ დავრჩები, უბრალოდ ცუდია, რომ სპორტში ასეთი რამ ხდება" - უთხრა რეზი ბროძელმა Adjarasport-ს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში