მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, 2019 წლის 2 ივნისს სტარტს აიღებს conIFA-2019, სადაც მონაწილეობას იღებენ არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებები.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკების საფეხბურთო ნაკრებებიც.
conIFA-2019-ში მონაწილეობა 12 არაღიარებულ ქვეყანას უნდა მიეღო, თუმცა მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა.
ტურნირში მონაწილეობას იღებენ : აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკა, ლაპლანდიის საფეხბურთო ნაკრები , ჩამერიის საფეხბურთო ნაკრები, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ნაკრები, პადანიის საფეხბურთო გუნდი, სეკეიტის კუნძულების გუნდი და დასავლეთ სომხეთის არაღიარებული საფეხბურთო ნაკრები.
მსოფლიოს არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ზემოთ ჩამოთვლილი დეფაქტო რესპუბლიკების საფეხბურთ ნაკრებები, არც ერთი გავლენიანი საფეხბურთო ორგანიზაციების წევრი არ არიან.