ჟენევაში, გაერო-ს ოფისში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი მიმდინარეობს, საქართველოს დელეგაცის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე გამახვილდა.
შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ნეიტრალური სტატუსის მქონე ფორმატი, რომელზეც მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი.
მოლაპარაკებები იმართება ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს ხელმძღვანელობით 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე მხარეების - საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკებებში ასევე ჩართულნი არიან აშშ-ის წარმომადგენლები და ოკუპირებული აფხაზეთიდან და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მხარეები.