მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ.
POLICE.GE-ს სერვისი - ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია დაემატა.
''სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - police.ge, ე.წ.. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით - 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.