დღეიდან „ოქროს სიის“ მონაწილე ყველა კომპანიას იმპორტის გადასახადის გადახდა 5 დღის ვადაში მოუწევს. 2 ივლისიდან ძალაში შედის ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის ბრძანება, რომლის თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა, ასევე გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).
ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისს უკვე ამოქმედდა.
„ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიები კვლავ ისარგებლებენ გამარტივებული საბაჟო სერვისითა და პროცედურებით, ასევე „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებისთვის დაწესებული სხვა შეღავათებით.