ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა აბიტურიენტების ნაწილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. ფაქტს საქართველოს განათლების სამინისტროში ადასტურებენ. განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აბიტურიენტებს თხოვნით მიმართვას, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნებათ , შემდგომ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა .
„ველოდებით ყოველდღე სიტუაციის გაუმჯობესებას. ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა უმაღლესი განათლების მიღების. მოვუწოდებ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, მათ შეძლეს თუ არა პირველ გამოცდაზე მისვლა, აუცილებლად როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ და რა სქემით ვუზრუნველვყოთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობა",-განაცხადა ირინა აბულაძემ.