ოპოზიციის მოთხოვნები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

30 ივნისი 2019, 19:45 1141 ნახვა

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მმართველ გუნდს საკუთარ მოთხოვნებს უყენებს. მიაჩნიათ, რომ პირველ რიგში მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს, ვინაიდან 20 პოლიტიკურ ორგანიზაციას საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით გაცილებით ადრე ჰქონდა პარლამენტში წარდგენილი 300 000-მდე ხელმოწერა.

ოპოზიცია ასევე ითხოვს - სასწრაფოდ შეიქმნას საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საერთო სახალხო განხილვის კომისია, რომელიც მაქსიმალურად წარმომადგენლობითი უნდა იყოს, რათა შესაძლებელი გახდეს ორი განსხვავებული პროექტის მაქსიმალურად დაახლოვება. თავის მხრივ ოპოზიციას თანამშრომლობას სთავაზობს უმრავლესობაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი