ე.წ. ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე აბონენტებს შუქი არ მიეწოდებათ

30 ივნისი 2019, 15:50 1541 ნახვა

ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება, ე.წ. ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ათობით აბონენტს. „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ინფორმაცით, ძლიერი წვიმის დროს ქვესადგურ ,,ბათუმი 2 -ში ტრანსფორმატორი დაზიანდა.  

ელექტროენერგია, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ბათუმის სხვადასხვა უბანში იყო გათიშული. 

კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილზე სპეციალისტებმა იმუშავეს, ხარვეზი აღმოფხვრილია და შუქის მიწოდება თითქმის ყველა აბონენტს აღუდგა. მათივე თქმით, დენი უმოკლეს დროში დროში ჩაირთვება ე.წ. ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზეც.

 

განახლება: 16:10 ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ინფორმაციით, შუქი ყველა აბონენტს მიეწოდება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი