პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, მაგრამ არა ნულოვანი ბარიერით. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მმართველი გუნდი მზადაა დისკუსია გამართოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან- აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
ცნობილი გახდა, რომ,,ქართული ოცნება- საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას 1-ელ ივლისს გამართავს. საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება, სექტემბრიდან კი ცვლილებების პროექტზე უკვე საკომიტეტო და სასესიო ფორმატში იმსჯელებენ.