10 მრავალსულიან დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინა ექნებათ. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი უკვე აშენებულია. ისინი სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე იცხოვრებენ. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ოთხოთახიანი ბინის გასაღები დღეს გადასცეს.
კორპუსები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა.
სამინისტროს ინფორმაციით, 154 ბინა 2019 წლის დასაწყისში გაანაწილა. დარჩენილ 10 ოთხოთახიან ბინაზე, დამატებითი განაცხადების მიღება გამოცხადდა და ისინი დევნილ ოჯახებს დღეს, 30 ივნისს გადაეცათ.
ამავე კორპუსებში საცხოვრებელი ფართები სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა 208 ეკომიგრანტმა ოჯახმაც მიიღო.