,,უბრალოდ’’ ამ სახელწოდებით აჭარის ხელოვნების მუზეუმში ირინა ტორონჯაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია მხატვრის მიერ სხვადასხვა დროში შექმნილი ფერწერული, გრაფიკული და კერამიკული ნამუშევრები.
გამოფენა 14 ივლისამდე გაგრძელდება. 4 -დან 10 ივლისის ჩათვლით აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვანი სამ ბათუმელ მხატვართან ერთად საფრანგეთის დედაქალაქში საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.