ბათუმის "დინამოს" "ტორპედოელი" ლევან გეგეჭკორი შეემატა

28 ივნისი 2019, 13:20 2862 ნახვა

"დინამო" ბათუმის კიდევ ერთი ტრანსფერი განხორციელდა  ბათუმურ გუნდს ქუთაისის "ტორპედოდან" ლევან გეგეჭკორი შეემატა. კლუბის მენეჯერმა, ასლან ბალაძემ ფეხბურთელი ოფიციალურად დღეს წარადგინა.

"დინამოში" სპორტსმენი მე-18 ნომრად ითამაშებს. ცნობისთვის ლევანი დინამო "ბათუმის" ღირსებას 2016 წელსაც იცავდა. 

ბოლო პერიოდში, ბათუმის კლუბმა  კიდევ ორი ტრანსფერი განახორციელა. ზღვისპირელებს თბილისის "საბურთალოდან" ვლადიმერ დვალიშვილი და ქუთაისის "ტორპედოდან" მამუკა კობახიძე შეუერთდათ.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში დინამო "ბათუმს" 39 ქულა აქვს და პირველ დგილზე იმყოფება. ასევე 39 ქულა აქვს თბილისის "საბურთალოს",  თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით ბათუმური კლუბი ლიდერია. 

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი