"წარმოუდგენელია სიტყვების ამის შეფასება" - პრემიერი სერგეი გავრილოვზე

27 ივნისი 2019, 19:52 1549 ნახვა

"წარმოუდგენელია იმის სიტყვებით შეფასება, რაც მოხდა 20 ივნისს" - ასე იხსენებს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძლის დაკავების ფაქტს.  ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ სერიოზულ კითხვებს იწვევს, სერგეი გავრილოვის საქციელი. 

"ძალიან მიჭირს კომენტირება გავაკეთო, თუ რა მოხდა 20 ივნისს. წარმოუდგენელია სიტყვებით ამის შეფასება, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და სერიოზულ კითხვებს იწვევს, იმ ორგანიზაციის  გენერალური მდივნის [სერგეი გავრილოვის] საქციელი. მის ქცევასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რომელზეც პასუხები უნდა გაეცეს" - ამბობს ქვეყნის პრემიერი. 

20 ივნისს, საზოგადოების საყოველთაო აღშფოთების შემდეგ, მმართველმა გუნდმა არაერთხელ თქვა, რომ გავრილოვს ასამბლეა არ უნდა წაეყვანა და ეს არ იყო შეთანხმებული ქართულ მხარესთან. 

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე იმავე დღეს გადამდგარიყო, რითაც ქვეყანა პერმანენტულ აქციებს აიცილებდა თავიდან, ბახტაძე პასუხობს რომ არა. 

"როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა ქვეყანაში, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, გაეკეთებინა ეს განცხადება? მან, იმავე დღეს შეწყვიტა ვიზიტი და მეორე დღეს კი  მისი გადაწყვეტილება გაახმოვანა" - ამბობს პრემიერ მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის შეწყვეტის შემდეგ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერეში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებდა რომ არ აპირებდა არსად წასვლას და ამაზე საუბარი იყო არასერიოზული. 

ასევე ამბობდა, რომ ეს არ იყო მასთან შეთანხმებული და პასუხისმგებლობა პროტოკოლს ეკისრებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი