ტერაქტის ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

24 აგვისტო 2016, 00:00 2228 ნახვა

ტერაქტის ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ვლადიმერ რუხაძის ადვოკატი აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის ნაცვალად გირაოს მოითხოვს. დაცვის მხარე სასამართლოს რუხაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ შესთავაზებს. რუხაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სააპელაციო სარჩელს წარადგენს დღეს დაკავებული ლევან მამფორიას ადვოკატიც.

ამავე კატეგორიაში