ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 12 ახალი მიმართულებით იფრენს. რეისები შემდეგ ქალაქებში - ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი, ტურკუ განხორციელდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია WizzAir-თან ახალი შეთანხმების შესახებ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი მიმართულებით პირდაპირი ფრენები წლის ბოლომდე დაიწყება, დანარჩენი მიმართულებებით რეისები კი 2020 წლის ზაფხულიდან შესრულდება.