28, 152, 22 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს-შემოსავლების სამსახური

25 ივნისი 2019, 10:40 1435 ნახვა

სარფში, სადახლოსა და გარდაბანში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.  ჯამში საუბარია  28,152, 22 ლარის ღირებულების საიუველირო ნაკეთობებზე. 

არადეკლარირებული ოქრო   15-18 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად ამოიღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  289-ე  მუხლის მე-10  ნაწილის შესაბამისად,   კანონდამრღვევ მოქალაქეებს,  სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა, ჯამში 28,152, 22 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში