დანაშაულის ნიშნები დაკარგული სამხედროების საქმეში

23 აგვისტო 2016, 00:00 2999 ნახვა

თავდაცვის მინისტრი  ამბობს, რომ გონიოში დაკარგული ჯარისკაცების საქმეში იკვეთება გარკვეული გარემოებები, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები. კვირაზე მეტია  გრძელდება ძებნის ოპერაცია შავ ზღვაში.  მყვინთავთა ჯგუფები და მცურავი საშუალებები მუშაობენ. მობილიზებულია სამხედრო შვეულმფრენი “იროკეზი”.   თურქულ მტრალავი  ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში  დღეს უნდა დაბრუნდეს. ახალი დეტალები ამ დრისთვის არ არის ცნობილი. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში