ჩვენ ამისკენ გვიბიძგა ახალგაზრდობამ - ძალადობისთვის ყველა უნდა დაისაჯოს

24 ივნისი 2019, 12:04 1486 ნახვა

პარტია ''ქართული ოცნების'' თავამჯდომარე ამბობს, რომ უნდა დაისაჯოს ის ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა. 

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს და ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნას უნდა მიყვეს. 

''რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“ -  თქვა ბრიფინგზე ივანიშვილმა.  

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში