ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული ბექაური დამატებით დაკითხეს

23 აგვისტო 2016, 00:00 2182 ნახვა

ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის დაკავებული ბექა ბექაური დამატებით დაკითხეს. გამომძიებლები ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ, სადაც ბრალდებული იმყოფება. მანამდე კი იგი ადვოკატმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ბექაურის ინტერესების დამცველის ცნობით, ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას, აღიარებითი ჩვენების მისაღებად, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიუხედავად ამისა, ოჯახი პოზიციას არ იცვლის და ამბობს, რომ ბექა ბექაური ზეწოლის ქვეშაა. კიდევ ერთი დაკავებული, ვლადიმერ რუხაძე კი შიმშილობს და ბრალს არ აღიარებს. ამ დროისთვის დანაშაულს 7 დაკავებულიდან მხოლოდ ერთი აღიარებს. ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 15 საათზე ჩაინიშნა. 7-ვე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

ამავე კატეგორიაში