„ნუ მესვრი“ - ჟურნალისტების აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა

21 ივნისი 2019, 21:03 1792 ნახვა

ჟურნალისტები ამბობენ, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ, რამაც ათობით ჟურნალისტი მძიმედ დააზიანა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სხვადასხვა მედიასაშუალების 32 წარმომადგენელზეა საუბარი, მათ შორისაა ჩვენი რეპორტიორი.

რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, იყო მოტეხილობის შემთხვევები, უმრავლესობას პარალელურად აღენიშნება დაჟეჟილობები. „ნუ გვესვრით!“ - ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია საქართველოს ბევრ ქალაქში.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი