ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია და უამრავი დაშავებული საქართველოში - მსოფლიოს წამყვანი მედია აქციის შესახებ

21 ივნისი 2019, 10:04 1789 ნახვა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა უცხოური მედია.  ,,საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოჩენა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების მიზეზი ხდება" - წერს BBC.  პარლამენტის შენობის გარეთ შეკრებილი ათასობით ადამიანების შესახებ წერს CNN, პუბლიკაციაში დაშავებულების დიდი რაოდენობის შესახებ არის საუბარი.

ევრონიუსი კი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ შეტაკებებზე, ასევე პოლიციის მიერ შეკრებილების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალაზე წერს. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები მოხვდა „დოიჩე ველეს“ ყურადღების ცენტრში.  ,, პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი“- ასე ეხმაურება  ტელეკომპანია 20 ივნისს საქართველოში მიმდინარე აქციებს. 

 

ფოტო: ზაქარია ჭელიძე 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში