გაურკვეველი ბლანტი სითხე მდინარე ბარცხანაში, მდინარიდან კი შავ ზღვაში - კადრები „მთავარმა“ დღეს გადაიღო, ფაქტს კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეისწავლის.
ოფიციალური ინფორმაციით ზღვის წყლის ხარისხი ბათუმის მთელ სანაპიროზე დამაკმაყოფილებელია - ყველაზე ხარისხიანად კი კვლავ გონიო-კვარიათის მონაკვეთი სახელდება.