ლგბტ თემის წარმომადგენლების მასშტაბური ტერორი და დევნა ამერიკის კონტინენტზე და ევროპის ბევრ ქვეყანაში წლების წინ დასრულდა. პირველი გარღვევა 50 წლის წინ დაიწყო - ისტორიაში კი „სთოუნ ვოლის“ ამბოხის სახელით შევიდა.
ლგბტ თემის წარმომადგენლები პირველად ღიად სწორედ ამავე სახელწოდების ბარში დაუპირისპირდნენ სამართალდამცველებს და სისტემას. 50 წლის შემდეგ კი პრაიდს საზეიმოდ ბევრი ქვეყანა მასპინძლობს. ეს არის მსვლელობა, კონფერენცია და დისკუსია თანასწორობის შესახებ.