შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნაადრევი ქორწინების შესაჩერებლად 18 დღიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს.უწყების ინფორმაციით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
კამპანიის მიზანი კი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.