მთავრობის თავმჯდომარის მოსმენის შემდეგ, მეორე დღეს უკვე დეპუტატები პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2018 წლის ანგარიშს ჩაიბარებენ.
მრჩევლებთან კონკრეტული კითხვები ექნებათ მმართველი და ოპოზიციური პარტიების წევრებს, მათ შორის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, დირექტორის იმპიჩმენტზე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებებსა და ოპერატორების ხელფასებთან დაკავშირებით.