საქართველოში შრომის უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდება - ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა. მამუკა ბახტაძის განმარტებით, შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც სამშენებლო ობიექტების მონიტორინგს განახორციელებენ.
''ბოლო პერიოდში სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით შეიქმნა სამართლებრივი ვაკუუმი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, განსაკუთრებით სამშენებლო ობიექტებზე. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება ტექნიკური ნორმების დარღვევისა და პრევენციის მიზნით შეიქმნას სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც სამშენებლო ობიექტების მონიტორინგს განახორციელებენ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერი იმედს იტოვებს, რომ ახალი ინიციატივა მინიმუმამდე დაიყვანს უბედური შემთხვევების მოხვედრის რისკს. მისივე გადაწყვეტილებით, მონიტორინგის ჯგუფები პირველ ეტაპზე თბილისში იმუშავებენ, მოგვიანებით კი უსაფრთხოების ნორმების შემოწმება რეგიონებშიც განხორცილედება.