უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს 19 ივნისს მოუსმენენ

17 ივნისი 2019, 15:00 1143 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პირველად, აჭარის უმაღლეს საბჭოში რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ანგარიშით წარსდგება. თორნიკე რიჟვაძეს 19 ივნისს მოუსმენენ.  

დეპუტატები ოპოზიციიდან არ ასაჯაროვებენ კონკრეტულ კითხვებს, თუმცა ირწმუნებიან, რომ საკითხები იქნება საზოგადოებრივი ინტერესებიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე.

მმართველ გუნდშიც არ გამორიცხავენ, საჭიროების შემთხვევაში დასვან კრიტიკული კითხვები, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დღეს  არ ისურვა  საუბარი კითხვების შინაარსზე. დავით გაბაიძემ თქვა, რომ ეს დამოკიდებული იქნება თორნიკე რიჟვაძის ანგარიშზე. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში