შესაძლო ეკოლოგიური საფრთხე და მოსახლეობის პროტესტი  

16 ივნისი 2019, 15:10 1452 ნახვა

განახლების მცხოვრებლები სოფელში ავტომობილების მეორადი ზეთის დამამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ქარხანა აშენდა, თუმცა  თურქულ მშენებელ კომპანიას გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ აქვს. არსებობს საფრთხე, ტოქსიკური აირების გამოყოფის, რაც გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.  აჭარის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერიტორია სადაც ქარხანა აშენდა სამინისტროს არ გაუსხვისებია.

ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ტერიტორია კერძო პირისგანაა შესყიდული და მშენებლობა უნებართვოა. მოგვიანებით უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდა მუნიციპალიტეტი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე. თავად კომპანიაში კომენტარი არ გააკეთეს. დაცვის თანამშრომელმა კი დაგვიდასტურა, რომ ჯერ ქარხანას ნებართვა არ აქვს და არ გახსნილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში