ბაქოდან, ბათუმში ჩამოსვლის მსურველები დღეიდან მგზავრობას პირდაპირი ავიარეისით შეძლებენ. ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება და ეს ხაზი უწყვეტად იმუშავებს. მგზავრთა გადაყვანას აზერბაიჯანული ავიაკომპანია განახორციელებს. ბათუმის აეროპორტში აზერბაიჯანიდან პირველი ავიარეისი დღეს შესრულდა.