საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

12 ივნისი 2019, 13:18 1490 ნახვა
00:00
00:00

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და მოხალისეებმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, განცხადებით, ეცდება, მთელი საქართველოს მასშტაბით 100 000 ხელმოწერა შეაგროვოს.  

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხელმოწერები ზაფხულის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდება და პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.

პირველი მოხალისე, რომელმაც პეტიციას ხელი მოაწერა, სანდრა რულოვსი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი