“თქვენ არ მოგაკლდებათ აშშ-ს მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე” - მაიკ პომპეო

12 ივნისი 2019, 12:36 2488 ნახვა

“თქვენ არ მოგაკლდებათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე” - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იგი  პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით საუბრობდა.

ბრიფინგზე პომპეომ ისაუბრა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე და აღნიშნა, რომ საიუბილეო დეკლარაციაში  განსაზღვრულია ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო მიმართულებები.

“ საქართველომ ლიდერის როლი იკისრა ნატო-ს ასპირანტი მოკავშირის რანგში და ალბათ ეს იმ მიზეზთაგანია, რის გამოც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ყველა ერს მოუწოდა მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ იმისათვის, რომ გლობალური გამოწვევები იქნეს დაძლეული. საქართველო ამ მოწოდებას პირნათლად ასრულებს ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში”, -აღნიშნა მაიკ პომპეომ.

შეხვედრაზე  აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა  ყურადღება ანაკლიის პორტზეც გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ  პროექტის  განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება.

„პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას, ვინაიდან მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით“.

შეხვერისას მხარეებმა ისაუბრეს  ისეთ საკითხებზე როგორიცაა:  ნატოში ინტეგრაცია, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, თანამშრომლობა სამხედრო და ენერგეტიკულ სფეროებში, რეგიონის სატრანზიტო და ეკონომიკურ ცენტრად ფორმირება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში