ვის კბენენ უფრო მეტად კოღოები - ზაფხულის აქტუალური თემა 

12 ივნისი 2019, 11:41 19421 ნახვა

კოღოები ერთ-ერთი გადაუჭრელი და აქტუალური პრობლემა ხდება მოქალაქეებისთვის, როგორც კი ოდნავ დათბება. საკითხი აქტუალურია ბათუმშიც, სადაც ამ პარაზიტებთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი აქვთ შემუშავებული. კოღოებს ებრძვიან სპეციალური ტაბლეტებით, სითხეებით, "სპირალებით" თუ ბადეებით... არსებობს ელექტრო ჩოგანიც მათი განადგურებისთვის...  

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კოღოები ნაკლებად "ეტანებიან"... გთავაზობთ კვლევის შედეგებს, იმის გასაგებად თუ რომელი სისხლის ჯგუფი უფრო იზიდავს მათ. 

დადგინდა, რომ კოღოების მსხვერპლს უფრო ხშირად პირველი ჯგუფის სისხლი აქვთ. კოღოები სისხლით სავსე სხეულს კანის სუნით ირჩევენ, მათ ზუსტად ის ნახშიროჟანგი იზიდავთ, რომელსაც ჩვენ ამოვისუნთქავთ. მოძრაობის დროს, ადამიანის ორგანიზმში რძემჟავა წარმოიქმნება, რომელიც ოფლში მოხვედრის შემთხვევაში, ატრაქტანტი (ბუნებრივი ან სინთეზური ნივთიერება, რომელიც ცხოველებს იზიდავს) ხდება კოღოებისთვის.  

ადამიანის კანზე 400-ზე მეტი ქიმიური ნაერთი აქვს, რომელიც ეხმარება კოღოებს საკვების მიღებაში.  კანზე არსებული ბაქტერიები სწორედ ამ ნაერთების ერთმანეთში შერევით სუნს ქმნის, რომელიც ოფლად გამოიყოფა. 

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რაც უფრო ოფლიანია სხეული, ის მით უფრო გემრიელად გამოიყურება მშიერი კოღოსთვის.  

დადგინდა, რომ კოღოები არც ლუდის მოყვარულებს ინდობენ. მათ უფრო ესხმიან თავს, ვიდრე მათ ფხიზელი მეგობრებს. 

გარდა სუნისა, კოღოები "გემრიელი საკვების" მოსაძებნად  მხედველობასაც იყენებენ, რაც უფრო მუქი ფერი აცვია მსხვერპლს, მით მეტად ხდება ის კოღოებისათვის შესამჩნევი, ხოლო ღია, მკრთალი ელფერი ერთმანეთში ერევათ. 

რატომ გვექავება კოღოს ნაკბენი? კოღო კბენის დროს, ნანო ერთეულში ნისკარტის ჩაშვების დროს, კანის სიღრმეში შხამის შეყვანას ასწრებს იმისთვის, რომ სისხლი გათხელდეს და ადვილად ამოწოვოს. სწორედ ეს შხამი რჩება ნაკბენში, რაც კანის ქავილს და გაღიზიანებას იწვევს. 

კოღოებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ ყნოსვის ორგანოები. ისინი ყველაზე მეტად ვერ იტანენ: ევკალიპტის, კედრის მიხაკის, რეჰანის, და ანანასის სუნს. ამ მცენარეებიდან რომელიმეს ეთერზეთის გამოყენების შემდეგ, თქვენ დღის მანძილზე დაცული იქნებით კოღოებისგან.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი