ბარცხანა-ორთაბათუმი-ყოროლისთავის დამაკავშირებელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

11 ივნისი 2019, 18:23 1805 ნახვა

ბარცხანა-ორთაბათუმი-ყოროლისთავის დამაკავშირებელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.   პროექტის ფარგლებში დაიგება   ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება  ხიდს. 

სამუშაოებისთვის  ბიუჯეტიდან 887 ათასი 996 ლარია გამოყოფილი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას  10 მილიონი ლარი მოხმარდება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი