მთაწმინდის ოლქი პარლამენტში მაჟორიტარს ირჩევს

09 ივნისი 2019, 20:00 4772 ნახვა
00:00
00:00

თბილისში,   მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს საქართველოს პარლამენტის  შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება.   არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 ათას 909 ამომრჩეველი.  

ცესკოს ინფორმაციით,   52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 ათას 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული.  დღის განმავლობაში უკვე გაკეთდა არაერთი შეფასება მათი მხრიდან, შეფასებები გაკეთდა საარჩევნო შტაბებშიც.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში