ბათუმმა ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა. ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ზღვისპირა ქალაქმა, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო. „ World Travel Awards -ის“ დაჯილდოების ცერემონია პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე გაიმართა.
ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.