მთაწმინდაზე   შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია

09 ივნისი 2019, 12:16 3753 ნახვა

არჩევანი გააკეთა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ხმა მისცა ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე ხალხს იარაღით იცავდა მტრისგან, სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებსა და მათ ინტერესებს. მას იმედი აქვს, რომ დღეს მთაწმინდელები თავის პოზიციას დააფიქსირებენ. ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით კი, ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, ზიზღსა და წარსულის ნგრევაზე აგებული პოლიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის შანსი, შეიცვალოს ყველაფერი, წავიდეს ქვეყანა წინ და ავირჩიოთ ადამიანი, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი წესიერებით და პროფესიონალიზმით.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. მისი შეფასებით, „საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ ტიპიური ევროპული არჩევნები იყო“. ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი