არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე

08 ივნისი 2019, 19:20 2849 ნახვა

ხვალ, თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება.  არჩევნებში ორი კანდიდატი- ბლოკ „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარდგენილი შალვა შავგულიძე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი  ლადო კახაძე უპირისპირდებიან ერთმანეთს, პირველ ტურში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე. დღეს, არაერთი ბრალდება მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ  ძალაუფლების არჩევნების გზით დაკარგვით შეშინებული ხელისუფლება მიდიოდა ყველაფერზე, მათ შორის ბინძურ მეთოდებზე. ამ ბრალდებებს არ იზიარებენ „ქართულ ოცნებაში, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ მთაწმინდელების მხარდაჭერით აუცილებლად გაიმარჯვებს ლადო კახაძე, თანაც  დიდი სხვაობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი