წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამეს „ქართულ ოცნებაში“პარტიაში აღნიშნეს, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია თავისი არჩევანი გააკეთოს და წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. მათი თქმით წინასაარჩევნო გარემო პირველიდან მეორე ტურამდე შუალედში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ მათ კანდიდატს მთაწმინდის ამომრჩეველთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და კარგად იცის, რა საჭიროებები არსებობს დედაქალაქის ცენტრში. რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებებს, რომ არჩევნები ყალბდება წინასაარჩევნო პერიოდში, მმართველი გუნდის წევრი არასერიოზულს უწოდებს.