„არმიას“ ლევან იზორიამ გამარჯვება მიულოცა

08 ივნისი 2019, 12:04 1052 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი - ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებულია. სამხედრო მოსამსახურეებმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი "ღშ" ანგარიშით 6:3 დაამარცხეს და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვეს. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  „არმიას“ ფეხბურთელებს შეჯიბრში გამარჯვება მიულოცა და 15-16 ივნისს, მადრიდში  დაგეგმილ მინი-ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებაც აცნობა. თავდაცვის სამინისტროს მინი-ფეხბურთის გუნდი „არმია“ 2016 წელს შეიქმნა და მესამე სეზონია, ოქროს ლიგაში ასპარეზობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი