რამდენიმე საათში გაირკვევა შეძლებს თუ არა ბათუმი ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მოპოვებას. „World Travel Awards“-ის ჯილდოზე ბათუმი პირველადაა წარდგენილი. მისი კონკურენტები არიან ქალაქები: სოფია, მატერა, ბაქო , ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი. ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო. „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე 23 საათზე დაიწყება.
ცერემონიაზე, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში ექცევა, საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებსა და ქვეყნებს დაასახელებენ. World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. პორტუგალიაში იმყოფება აჭარის სამთავრობო დელეგაცია.