საქართველო უსაფრთხო ქვეყანა - კვიპროსის აღიარება

08 ივნისი 2019, 12:20 1317 ნახვა

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა. კვიპროსი გახდა ევროკავშირის-შენგენის სივრცეში მე-13 ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიასა და ჩეხეთს.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის-შენგენის 20 წევრ-სახელმწიფოს აქვს. კვიპროსის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად  პროცედურები დაჩქარდება, რაც განაცხადის განხილვის ვადას შეამცირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი