მშობლების მიერ ნაყიდი წყალი, ან სოფლის რწმუნებულის მიერ გაკეთებული არჩევანი - წყალი მოსახლეობას მიაწოდოს, თუ საბავშვო ბაღს - ასეთი მდგომარეობაა მუხაესტატეში, სადაც გარდა წყლის დეფიციტისა, პრობლემა სხვა რამეშიც მდგომარეობს - ეს ცხელი წყალია. ჭურჭელი შესაბამის ტემპერატურაზე უნდა ირეცხებოდეს.
ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მშობლები მუნიციპალიტეტის მერიას აკისრებენ - აქ კი მთავარი პასუხი, დახარჯული ასობით ათასი ლარის მიუხედავად, ისევ ერთია - ყველაფერს ზაფხულს და წყლის დებეტის კლებას აბრალებენ.