სალიბაურის მცხოვრებლები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

05 ივნისი 2019, 15:00 2575 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან  საპროტესტო აქცია გაიმართა.  სალიბაურის მცხოვრებლები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.   მათი  თქმით,  რამდენიმე დღეა სოფელს წყალი არ მიეწოდება.  ამბობენ, რომ ხელვაჩაურის მერმა დანაპირები არ შეასრულა, რომელიც სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდებას ეხება.  

აქციის მონაწილეები  შპს ,, ბათუმის წყალთან“  მიერთებას ითხოვენ. აქციაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელმა  მიშა ბოლქვაძემ ამავე მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტში მჯდომარე აქცია გამართა.  

აჭარის მთავრობიდან აქციის მონაწილეებს ჯერ-ჯერობით არავინ გამოხმაურებია. ხელვაჩაურის მერი კი ამბობს, რომ  ცხელი ამინდების გამო  მუნიციპალიტეტში  წყლის დეფიციტია, გარდა ამისა წყალს მოსახლეობა სარწყავადაც იყენებს რაც პრობლემას ქმნის.  ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემა კიდევ რამდენიმე სოფელშია და მის მოსაგვარებლად წყალკანალი მუშაობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი